საქართველოში, დმანისში მიწისძვრა მოხდა. ძლიერი ბიძგები მთელ საქართველოში იგრძნობოდა.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 6.2 მაგნიტუდა შეადგინა, ეპიცენტრი კი სოფელი სამებასთან იყო. ცენტრმა თავდაპირველად გაავრცელა პირველადი ინფორმაცია, რომ სიძლიერე 5.8 მაგნიტუდას შეადგენდა.
მიწისძვრა თბილისის დროით 22:25 საათზე მოხდა.
დმანისის მერის კობა მურადაშვილის თქმით, ამ დროისთვის, სერიოზული ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.