logo
ENG



საქართველოში შარლ მიშელი ჩამოდის

15 ივლ 202108:47
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში ჩამოდის. ინფორმაციას ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ავრცელებს.

როგორც მან რუსთავი 2-ზე თქვა, მიშელი საქართველოს 18 ან 19 ივლისს ეწვევა. კობახიძის თქმით, ვიზიტის ფარგლებში მიშელს 5 ივლისთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდიან, როგორ იმოქმედეს სამართალდამცავმა ორგანოებმა და როგორი რეაგირება ჰქონდა ხელისუფლებას ძალადობაზე.

5 ივლისს თბილისში ღირსების მარში იყო დაგეგმილი, თუმცა რუსთაველის გამზირი დილიდან დაიკავეს ჰომოფობმა მოძალადეებმა, რის გამოც თბილისი პრაიდმა მარში გააუქმა. საპატრიარქოსა და ძალადობრივი ჯგუფების ლიდერების მიერ ორგანიზებულ კონტრაქციაზე მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.


close დახურვა