საქართველოში წმინდა ცეცხლს დღეს ჩამოიტანენ. ცეცხლს იმ სპეციალური რეისით ჩამოიტანენ, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით დღეს შესრულდება. ცეცხლს მოგვიანებით ტაძრებში მიიტანენ.
ცეცხლს სხვადასხვა ქვეყანაში სპეციალურად დანიშნული რეისებით წაიღებენ. თვითმფრინავის ბორტზე მყოფ პირებს ხომალდიდან გადმოსვლის უფლება არ ექნებათ და მათ ცეცხლს ბორტზე მიაწვდიან.