რა საფრთხეებს შეიცავს რუსული ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საქართველოს სახელმწიფო უწყებების მიერ. ხვდება თუ არა საქართველოს მოქალაქეების მონაცემები ამ გზით რუსეთის ხელში? ირკვევა, რომ რუსული და ბელარუსული საქმის წარმოების პროგრამები შინაგან საქმეთა სამინისტროშია დანერგილი. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ მონაცემებზე წვდომა მტრულად განწყობილ ქვეყანასაც ჰქონდეს. აღნიშნულ სისტემაში გარედან შეღწევა შეუძლებელია რაიმე გზით, მათ შორის მწარმოებლის მხრიდან - ამტკიცებს საპასუხოდ გომელაურის უწყება.
საქმის წარმოების რუსული და ბელარუსული პროგრამები შსს-ში
26 იან 202320:37
3 წუთის საკითხავი