logo
ENG



საქობოში ეკონომიკის სამინისტროს მიერ საძოვრების გაყიდვას აპროტესტებენ

15 მაი 202114:20
3 წუთის საკითხავი
 

სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა საძოვრების გაყიდვას აპროტესტებს.

სოფელ საქობოს მცხოვრებლები ამბობენ, რომ ეკონომიკის სამინისტრო იმ მიწას ყიდის, რომელზეც მათ საქონელი გაჰყავთ. ადგილობრივების თქმით, სოფელს ერთადერთი საძოვარი აქვს და მისი გაყიდვა დაუშვებელია.

„საძოვრები იყიდებაო. ძროხა სადღა ვატაროთ, ორი ძროხაღა დაგვრჩა და ჩვენც ხო გვინდა, რაღაც ვიშოვოთ. რად გვინდა სოფელში ცხოვრება, ძროხა თუ არ გეყოლება და ვენახი არ გექნება, ყველაფერს თუ გაგვიყიდიან. ერთხელ დაგველაპარაკონ. ერთადერთი ტერიტორია ეგ გვაქვს, სადაც უნდა გავიყვანოთ საქონელი. ჩვენ უნდა დაგვრჩეს ეს მიწა, ხალხისაა", - ამბობენ ადგილობრივები.

საძოვრების გაყიდვას რამდენიმე დღის წინ წნორშიც აპროტესტებდნენ. ამ შემთხვევაშიც საძოვრები, სადაც ადგილობრივებს თავიანთი საქონელი გაჰყავდათ, აუქციონზე გასაყიდად ეკონომიკის სამინისტრომ გაიტანა. 

მიწების გაყიდვას აპროტესტებენ ქარელშიც - სოფელ მოხისის მცხოვრებლები სახნავ-სათესი მიწის მათგან მალულად გასხვისებას ეწინააღმდეგებიან.


close დახურვა