logo
ENG



საქსტატი: 2019 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 5.2% შეადგინა

31 იან 202011:39
3 წუთის საკითხავი
 
xoueda1lbndvzjo.jpg

2019 წლის 12 თვის ჯამური ეკონომიკური ზრდა 5.2% დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს გამოაქვეყნა. 

ანგარიშის მიხედვით, წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა მესამე კვარტალში 5.8%-ის ოდენობით, ყველაზე დაბალი კი 4.6% წლის მეორე კვარტალში.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის თქმით, გასული წლის დეკემბერში ზრდა კონკრეტული მიმართულებით შეინიშნებოდა, ხოლო კლება დაფიქსირდა კვების სექტორში. 

"2019 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი, სასტუმროები და რესტორნები. 
კლება დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში," - ნათქვამია საქსტატის განცხადებაში. 

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის დეკემბერში დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ 8.671 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდა წინა წელთან 14.4%-ია.


close დახურვა