logo
ENG



საქსტატი: 2020 წელს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა

29 იან 202111:27
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/29/5w0g3tmq2oh7kbw.jpg

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით,  წინასწარი შეფასებით, 2020 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 7.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის საშუალო რეალური ზრდა -6.1 პროცენტით განისაზღვრა.

2020 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში:

განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, მშენებლობა, ხელოვნება,
გართობა და დასვენება, დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი.

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები,
წყალმომარაგება, კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთომოპოვებითი მრეწველობა.


close დახურვა