საჩხერის კლინიკაში შიდა კარანტინია. ზომები მას შემდეგ გამკაცრდა, რაც კლინიკის ექიმს ვირუსული ინფექცია დაუდასტურდა. მედიკოსი ამ დროისათვის თავს კარგად გრძნობს, თუმცა მას კონტაქტი ჰქონდა თანამშრომლებთან.
ცნობილია, რომ ანალიზები აუღეს საჩხერის მერის ოჯახის წევრებსაც.
ამ დროისთვის საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით დაავადებული 3 დადასტურებული პაციენტია. მათი მდგომარეობა სტაბილურია და მიმდინარეობს მკურნალობა. რაც შეეხება ეკიპირებას, კლინიკის წარმომადგენლის თქმით, ამის პრობლემა არ არის. ამჟამად მიმდინარეობს კვლევა, თუ რატომ შეიძლება მედიკოსი დაინფიცირებულიყო.
საჩხერის კლინიკის კარანტინის ზონაში 100-მდე თანამშრომელია მოთავსებული.