logo
ENG



სახ.დეპი: ვაკვირდებით აქციებს - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პატივი სცეს შეკრების თავისუფლებას

01 მაი 202402:42
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/01/inu2ueymh981dzq.jpg

"ყურადღებით ვაკვირდებით საპროტესტო აქციებს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ყველა მოქალაქეს, პატივის სცენ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას, თავი აარიდონ ესკალაციას, პატივი სცენ კანონის უზენაესობას", - ასე უპასუხეს სახელმწიფო დეპარტამენტში ფორმულას კითხვას რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით.

სახელმწიფო დეპარტამენტში კვლავ ამბობენ, რომ შეშფოთებულები არიან რუსული კანონის "უწყვეტი განხილვის" გამო და მოუწოდებენ მთავრობას, გაითვალისწინოს გაფრთხილებები, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება EU-ის ნორმებს. 

"ყურადღებით ვაკვირდებით საპროტესტო აქციებს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ყველა მოქალაქეს, პატივი სცენ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას, გამოიჩინონ თავშეკავება, თავი აარიდონ ყოველგვარ ესკალაციას ან ძალადობრივ ქმედებებს და პატივი სცენ კანონის უზენაესობას.

ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულები საქართველოს მთავრობის მიერ კრემლისგან შთაგონებული „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობის უწყვეტი განხილვების გამო. შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია, რომ კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში, ეს კანონპროექტი ხელს შეუშლის და სტიგმატიზებას მოახდენს ქართულ ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიას, რომლებიც მხარს უჭერენ და ინფორმაციას აწვდიან ქართველ ხალხს. კანონის განზრახვა, როგორც ეს მმართველი პარტიის წევრებმა აღწერეს, არის კრიტიკული ხმების გაჩუმება და საქართველოს ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოების განადგურება.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაითვალისწინოს გაფრთხილებები, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს და უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის გზაზე", - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.


close დახურვა