logo
ENG



სახ.დეპი კარტოგრაფებზე: საქმის არჩევნებთან დაკავშირებამ პოლიტიზებაზე ეჭვი გააღრმავა

31 მარ 202111:14
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/31/0mlrrtp4f32m961.jpg

საქართველოში უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში დაუსაბუთებელი დაპატიმრებების შესახებ ვკითხულობთ, რომლის მაგალითადაც დოკუმენტში ე.წ კარტოგრაფების საქმე არის მოყვანილი. 

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქმეს ადგილობრივი არასამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციები პოლიტიკური მართლმსაჯულების მაგალითად განიხილავენ. 

"ერთ-ერთ შემთხვევაში 7 ოქტომბერს ხელისუფლებამ საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააპატიმრა. გენერალურმა პროკურატურამ მათ ბრალი დასდო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მოქმედებაში, კომისიაში 2005-2007 წლებში მათი მუშაობის დროს. 8 ოქტომბერს მათ ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური ოპოზიცია "კარტოგრაფების საქმეს" პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ და გამოძიების დაწყების დროზე ამახვილებენ ყურადღებას. 

მმართველი პარტიის წამყვანი წარმომადგენლების მხრიდან საქმის არჩევნებთან დაკავშირებამ ეს ეჭვები კიდევ უფრო გააღრმავა. 30 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა წინასწარი პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება, რაზეც დაცვის მხარემ განაცხადა, რომ გაასაჩივრებდა. საქმე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე ცხელი კონფლიქტის დროს გამოჩნდა, რამაც ისედაც არასტაბილურობისკენ მიმავალ სასაზღვრო რეგიონში დაძაბულობა კიდევ უფრო გაზარდა", - ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. 

 

 


close დახურვა