logo
ENG



სახალხო მოძრაობა: 3 ივლისიდან ჩვენი პროტესტი ახალ ეტაპზე გადავა, არ დავიშლებით

28 ივნ 202219:13
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/28/4axfij7iqbqrrwa.jpg

საპროტესტო სახალხო მოძრაობა, რომელიც რამდენიმე სამოქალაქო ორგანიზაციას, მათ შორის, სირცხვილიას აერთიანებს, აცხადებს, რომ 3 ივლისს, საპროტესტო აქციაზე შეკრებილები არ დაიშლებიან მანამ, სანამ ხელისუფლება მათ მოთხოვნას არ შეასრულებს - არ გადადგება და დანიშნავს დროებით ტექნკირ მთავრობას. 

"3 ივლისს, 20:00 საათზე, პარლამენტის წინ საქართველოს მოქალაქეები ისევ შევხვდებით ერთმანეთს. ამ დღეს ჩვენი პროტესტი ახალ ეტაპზე გადავა - ვიცით, რომ არ დავიშლებით. კონკრეტულ სამოქმედო გეგმას კი ადგილზე გავაცნობთ მოქალაქეებს.

აქციის მონაწილე თითოეულ მოქალაქეს მოგიწოდებთ, მოიმარაგოთ წყალი, საკვები, პლედი, ელექტრონული მოწყობილობის დამტენი და სხვა საჭირო პროდუქტები.

სახალხო მოძრაობა "შინ ევროპისკენ" ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისგან მოითხოვს, ქვეყნისთვის ისტორიულად მნიშვნელოვან მომენტში, სახელმწიფო ინტერესების გათვალიწინებით, დათმოს აღმასრულებელი ხელისუფლება და სრულიად კონსტიტუციურად გადასცეს "ეროვნული თანხმობის მთავრობას - ევროკავშირისთვის".

ეროვნული თანხმობის მთავრობა გარდამავალ ეტაპზე შეასრულებს მთავრობის ფუნქციებს და ევროკომისიის მიერ დათქმულ 12 რეფორმას განახორციელებს, რაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ავტომატურად მოუტანს". - აცხადებს მოძრაობა. 


close დახურვა