logo
ENG



სახელმწიფო ტერორი - ოცნების გზა რუსეთიზაციისკენ

10 მაი 202419:59
3 წუთის საკითხავი
 

მასობრივი პროტესტით შეშინებული ხელისუფლება ტერორს არ წყვეტს. მოქალაქეებს ხვდებიან სახლებთან, ვინც სახლშია, პოლიციის ძალით გამოჰყავთ. ხელისუფლების ძალადობა აშკარა და დაუფარავია.  უკვე მეორედ ჩაუსაფრდნენ ზურა გირჩ ჯაფარიძეს, რასაც ოპოზიციონერის მხრიდან გამაფრთხილებელი გასროლა მოჰყვა.

ნაცემია ბორის ჩელე ყურუა, ასევე ნოდარ ჩაჩანიძე. სახლთან მეორედ დახვდნენ გიორგი მუმლაძეს. ორი დღის წინ მომხდარი სასტიკი ანგარიშსწორების შემდეგ კი ამ დრომდე პოლიცია არ დაკავშირებია დიმიტრი ჩიქოვანსა და გია ჯაფარიძეს. მოახლოებული მასშტაბური აქციის წინ ოლიგარქის ამოცანა დაშინებაა, მაგრამ ტიტუშკების თავდასხმები საზოგადოებაში მეტ პროტესტს იწვევს. 


close დახურვა