logo
ENG



სახელმწიფოს პირდაპირი დანაშაულია, რომ ექიმები 9 თვეა ხელფასებს ვერ იღებენ - სერგო ჩიხლაძე

03 მაი 202017:28
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ექიმებისთვის ხელფასების დაგვიანების ფაქტს ეხმაურებიან. ისინი აცხადებენ, რომ დამკვიდრებულია ცუდი პრაქტიკა, როდესაც კლინიკებს თანხები თვეების დაგვიანებით ერიცხებათ. მათი თქმით, სისტემა გაუმართავია და ანალოგიური პრობლემები აქვთ სხვა საავადმყოფოებსაც, მათ შორის ონკოლოგიურ საავადმყოფოს.

„ეს არის სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობა, მისი პირდაპირი დანაშაული, რომ ადამიანები 4 და 9 თვე ვერ იღებენ ხელფასებს. რომელი ჯანდაცვის სისტემაზე და რა გამართულობაზე ვსაუბრობთ?! რა გმირობაზე ვსაუბრობთ საერთოდ?! ადამიანებს 9 თვის ხელფასს რომ არ მისცემ და საუბარია 300-400 ლარზე“, - განაცხადა ექსპერტმა სერგო ჩიხლაძემ.

საკითხს ასევე გამოეხმაურა ექსპერტი ვატო სურგულაძე. როგორც მან აღნიშნა, პრობლემა არასწორი ბიუჯეტირებით და დაფინანსების სქემის გაუმართაობით არის გამოწვეული.

„ეს არის არასწორი ბიუჯეტირება, არასწორი გათვლები და არასწორი დაფინანსების სქემა, რაც ახასიათებს ამ საყოველთაო ჯანდაცვას. მე რატომღაც ვიფიქრე, რომ ახლა მაინც, ამ კრიზისულ მდგომარეობაში, სახელმწიფო გააკეთებდა იმას, რომ ცოტა მაინც დააწევდა, ერთი-ორი თვის დაგვიანებას შეავსებდა“, - განაცხადა ვატო სურგულაძემ.

შეგახსენებთ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კლინიკების, მათ შორის თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს და ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმებს უკვე რამდენიმე თვეა, ხელფასი არ აუღიათ.


close დახურვა