განვითარებული ქვეყნის საწინდარი რომ სამართლიანი სასამართლო, ხარისხიანი განათლების, ჯანდაცვისა და თავდაცვის გამართული სისტემებია, ეს ლოგიკური აზროვნებითაც და ჩვენთვის მისაბაძი ქვეყნების გამოცდილებებითაც ადვილი მისახვედრია. რა სჭირდება ამ ყველაფრის მოწესრიგებასა და ნაყოფიერი სისტემის აწყობას? პოლიტიკური ნება, დასაქმებულებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა და ხალხთან უწყვეტ კონტაქტში ყოფნა. მაგრამ, იმ ხელისუფლების მმართველობის პირობებში, სადაც სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლები ღირსეული ხელფასის დანიშვნას უშედეგოდ ითხოვენ, თავდაცვის ძალებიდან სამხედროები გაედინებიან და პედაგოგებს პროფესიონალიზმის მაგივრად, პოლიტიკური გემოვნების მიხედვით არჩევენ. ქვეყანაში, სადაც თვიური მინიმალური ხელფასი 1999 წლის შემდეგ არ შეცვლილა და დღესაც 20 ლარია. შრომისუნარიანი კაცის საარსებო მინიმუმი კი, საკვებისა და კომუნალურების გათვალისწინებით 250 ლარი. ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა და ხელისუფლების “გამოსწორება” არათუ რთული, შეუძლებელია. რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად მინიმალური საათობრივი ანაზღაურების დაწესება და რა უნდა გვქონდეს მზად? დროება ერთ-ერთ ყველაზე მწვავე თემაზე - სახელფასო დილემაზე.
სახელფასო დილემა - დროება
11 დეკ 202220:25
3 წუთის საკითხავი