logo
ENG



საჰაერო ძალები: ღამით რუსეთმა უკრაინაში 15 დრონი გაუშვა, მათგან 13 ჩამოვაგდეთ

06 მარ 202310:51
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/06/992yrntzy1mfqyx.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, ღამით რუსეთმა უკრაინაში 15 დრონი გაუშვა, მათგან 13 კი საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს.

"დრონები ჩრდილოეთიდან გაუშვეს. ეს იყო Shahed 136 ტიპის ირანული წარმოების კამიკაძე დრონები. 15 დრონი გაუშვეს და მათგან 13 საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს, სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღით", - თქვა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა.

იგნატი უკრაინის მოსახლეობას მოუწოდებს, არ უგულებელყონ საჰაერო განგაშის ხმა და მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

ამასთან, იგნატმა განაცხადა, რომ თავის დასაცავად, უკრაინას სჭირდება მოძველებული საბჭოთა თვითმფრინავების შეცვლა ერთი ტიპის მრავალფუნქციური გამანადგურებლით, რომელიც შესაძლოა იყოს F-16 საბრძოლო თვითმფრინავი. ის აღნიშნავს, რომ საჭიროა 200-მდე F-16. 


close დახურვა