logo
ENG



სებ-ის ვიცეპრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა გახდნენ

30 ნოე 202321:29
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/30/vs2w5tb2tkxnbl9.jpg

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა გახდნენ. ისინი 2021 წლიდან სებ-ის საბჭო წევრები არიან

სებ-ში აღნიშნავენ, რომ საბჭოს წევრობამდე ეკატერინე მიქაბაძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე იყო. გალდავა კი წლების განმავლობაში მუშაობდა ეროვნული ბანკის მიკროეკონომიკური პოლიტიკისა და მონეტარული ოპერაციების დეპარტამენტში. ასევე, იყო სებ-ის პრეზიდენტის მრჩეველი. 

კანონმდებლობის თანახმად, ვიცეპრეზიდენტებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით, მისი საბჭო ნიშნავს. საბჭოს წევრებს კი საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტი შვიდი წლის ვადით ირჩევს. ამჟამად ეროვნული ბანკის საბჭო 6 წევრისგან შედგება. 

***

ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილებები შეიტანა, რის შემდეგაც სამმა ვიცეპრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა.

თანამდებობიდან გადადგა პრეზიდენტიც მრჩეველიც, ასევე, ადამიანური რესურსების მართვის და განვითარების განყოფილების უფროსი, იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი და მარეგულირებელი პოლიტიკის განვითარების განყოფილების უფროსი. 


close დახურვა