logo
ENG



სებ: რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით, 8.5%-მდე შემცირდა

29 აპრ 202012:46
3 წუთის საკითხავი
 

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-მდე შეამცირა. აღნიშნული გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. მანამდე რეფინანსირების განაკვეთი 9%-ს შეადგენდა.

სებ-ის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ცვლილება ეხება კორონავირუსის პანდემიასა და საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნას, რის ფონზე მსოფლიოში შექმნილი ეკონომიკური გაურკვევლობა კვლავ გრძელდება.

"საქართველოს ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 4 % იქნება, რაც ადგილობრივი და საგრეო მოთხოვნის კლებითაა გამოწვეული. წინასწარი მონაცემებიტ, მარტში საქონლის ექსპორტი წლიურად 22 %, ხოლო საერთაშროისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი თითქმის 70 %-ით შემცირდა. კლებაა ფულად გზავნილებშიც 9%-ით, იმპორტშიც 13 %-ით",-აღნიშნავს კობა გვენეტაზე.

სებ-ის ინფორმაციით, წლიურმა ინფლაციამ კი დაახლოებით 6 % შეადგინა.

"საქართველოში წლიურმა ინფლაციამ მარტში 6.1 პროცენტი შეადგინა. ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაცია დროებითი ფაქტორების გამო, რამდენიმე თვის განმავლობაში მაღალ მაჩვენებელზე შენარჩუნდება, შემდეგ ეტაპობრივად შემცირდება და 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ დონემდე დავა",-აღნიშნულია განცხადებაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეროვნულმა ბანკმა ლიკვიდობის მიწოდების დამატებითი ინსტრუმენტები აამოქმედა. 

"არსებული გაურკვევლობის ფონზე გაიზარდა როგორც საკრედიტო, ასევე ლიკვიდობის რისკები, რაც საბაზრო საპროცენტო განაკვეთების ზრდაში გამოიხატა. იმისათვის, რომ ლიკვიდობის რისკი ეკონომიკის დაკრედიტების შემზღუდველი ფაქტორი არ გახდეს, ეროვნულმა ბანკმა ლიკვიდობის მიწოდების დამატებითი ინსტრუმენტები აამოქმედა. ეროვნული ბანკი სვოპ ოპერაციებით ლიკვიდობას როგორც კომერციულ ბანკებს, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს აწვდის",-ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა