უკრაინელების წინააღმდეგობის ახალი სიმბოლო - მარიუპოლის შემდეგ, ქალაქი სევეროდონეცკი გახდა. ციხესიმაგრე, რომელზეც კონტროლის დამყარებას ოკუპანტები გამუდმებული საჰაერო და საარტილერიო თავდასხმების მიუხედავად, ვერ ახერხებენ. უკრაინელების ტაქტიკური გეგმის წარმატებული განხორციელების შემდეგ, რუს სამხედროებს ბოლო 48 საათში 20 პროცენტით უკან დახევა მოუწიათ, ამას წინ უძღოდა ქალაქში უცხოური ლეგიონის შესვლა, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, პარტია ხალხის მსახურის დეპუტატი მარია ბეზუია მეთაურობს. ლეგიონში ქართველი მეომრებიც ირიცხებიან. ომის მეოთხე თვე და პუტინის ბრძოლის მეორე ფაზის შეუსრულებელი გეგმები დროების რეპორტაჟში.