სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც მათი მოძრაობის ტრაექტორია შეიცვალა. ფორმულას ინფორმაციით, დაიღუპა ორი ქვეითი.
გავრცელებული ინფორმაციით, მანქანებში მსხდომებს ძლიერი დაზიანებები არ აღენიშნებათ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.