logo
ENG



სენაკში კაცმა სანადირო თოფით 4 ადამიანი დაჭრა

31 იან 202117:16
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში 1964 წელს დაბადებულმა კაცმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფით, 4 ადამიანი დაჭრა. 

უწყების ცნობით, ის მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს, კაცი დანაშაულს აღიარებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. 


close დახურვა