სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ზემო ნიქოზს ესტუმრნენ. ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს.
მათი ცნობით, სენატორებს მიაწოდეს ინფორმაცია უსაფრთხოების მხრივ შექმნილ სიტუაციაზე - საოკუპაციო ხაზზე, მავთულხლართებზე, სამეთვალყურეო საგუშაგოებსა და „სასაზღვრო ნიშნებზე“.
საქართველოში კონგრესის დელეგაცია სენატორების, ჯინ შაჰინისა და რობ პორტმანის მონაწილეობით გვიან ღამით ჩამოვიდა. მათი ვიზიტი 4 ივნისს დასრულდება.