logo
ENG



სენატორი შაჰინი და კონგრესმენი ტერნერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვევიან

09 აგვ 202414:04
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/09/ip9dw8q7iv6xqi0.jpg

სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევიან. ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს. 

ორპარტიული ვიზიტის ფარგლებში ისინი შეხვდებიან საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. ასევე, სენატორი და კონგრესმენი გაეცნობიან აშშ-ის მთავრობის პროგრამებს, რომელიც მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირებს, მეწარმეებსა და სტუდენტებს.

"შეერთებული შტატები რჩება სრულად ჩართული და ერთგული საქართველოს ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერაში", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში. 


close დახურვა