logo
ENG



სეჟურნე: საფრანგეთი ელის, რომ ჩინეთი მკაფიო სიგნალს გაუგზავნის რუსეთს ომთან დაკავშირებით

01 აპრ 202414:58
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/01/qhezmq7kvx7y1oa.jpg

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სტეფან სეჟურნეს თქმით, საფრანგეთი ელის, რომ ჩინეთი მკაფიო სიგნალს გაუგზავნის რუსეთს ომთან დაკავშირებით.

ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჩინელ კოლეგასთან, ვან ისთან შეხვედრისას განაცხადა.

"დარწმუნებულები ვართ, რომ გრძელვადიანი მშვიდობა არ იქნება, თუ მასზე მოლაპარაკება უკრაინელებთან არ მოხდება. ევროპელებისთვის უსაფრთხოება არ იქნება, თუ არ იქნება მშვიდობა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

ჩინეთი საკვანძო როლსთამაშობს საერთაშორისო სამართლის პატივისცემის უზრუნველყოფაში. ველით, რომ ჩინეთი მკაფიო სიგნალს გაუგზავნის რუსეთს ომთან დაკავშირებით", - აღნიშნა მან.


close დახურვა