სერბეთში კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებულ ზომებს აპროტესტებენ. აქცია, რომელიც ოპოზიციის მიერ იყო ორგანიზებული, კომენდანტის საათის მიუხედავად, ბელგრადის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ გაიმართა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, პრეზიდენტმა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არაადამიანური ზომები შემოიღო. სერბეთში პანდემიის გამო კარანტინია გამოცხადებული.ამას დაემატა ისიც, რომ ხელისუფლებამ სააღდგომო დღესასწაულის დროს დაწესებული კომენდანტის საათის ვადებიც გაახანგრძლივა.