logo
ENG



სერგეენკოს მტკიცებით, პაპუაშვილი საერთაშორისო კონფერენციას გრაფიკის გამო ვერ დაესწრო

06 სექ 202212:05
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების დეპუტატის დავით სერგეენკოს მტკიცებით, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას "დიდება უკრაინას!" გრაფიკის გამო ვერ ესწრება. თავად პაპუაშვილმა არდასწრების მიზეზად განაცხადა, რომ "რადიკალიზაციას ვერ წაახალისებს".

სერგეენკოს თქმით:

"პარლამენტის თავმჯდომარის არდასწრების მიზეზი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მოკლე შეტყობინება, რამდენიმე საათით ადრე მიიღო მოწვევა და გრაფიკის გადაწყობა გართულდა, ეს იყო ძირითადი მიზეზი".

გუშინ, 5 სექტემბერს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ აერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორები "რადიკალურ ოპოზიციასთან პირდაპირ აფილირებული არიან", მმართველი გუნდი კი ამიტომ არ ესწრება. 


close დახურვა