„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი ხელისუფლებას მიმართავს შეიმუშავოს რეგულაციები იმ სეგმენტისთვის, ვისთვისაც აუცილებელია საკვები პროდუქტებით მცირეწლოვანი შვილების უზრუნველყოფა. რატიანის თქმით, სეგმენტისთვის შესაძლებელია მოხდეს ულუფათა დაფასოება და საბავშვო დაწესებულებიდან ამ ულუფების გაცემა ან ამ პროდუქციის გადაცემა სოციალური სააგენტოებისთვის. რატიანის ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში არის საკვები, რომელიც რეალურად ფუჭდება. პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ამ პრობლემის მოგვარება გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს.
„სახელმწიფო ინსტიტუტები, მუნიციპალიტეტები უნდა გადავიდნენ განსაკუთრებულ რეჟიმზე, ამ მიმართულებით საკმაოდ ბევრი არის გასაკეთებელი, დასაჩქარებელია პროცესი, ოღონდ ამ სიტუაციაში ჯერ საგანგებო სიტუაციის გამოცხადება ადრე არის“, - განაცხადა სერგო რატიანმა.