logo
ENG



სერგო ჩიხლაძე: ქვეყანაში საჭიროა სხვადასხვა ტიპის ტესტების კომბინაცია

05 მაი 202011:12
3 წუთის საკითხავი
 

დღეს ქვეყანაში სწრაფი ტესტების ახალი მარაგი ჩამოვა. 50 ათასი ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი სამხრეთ კორეადან ჩამოდის. ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტი სერგო ჩიხლაძე ამბობს,  ქვეყანაში ტესტების საკმარისი რაოდენობის აუცილებლობაზე საუბრობს.  მისი თქმით, ტესტების შემოტანა საქართველოში ერთი თვით ადრე უნდა დაწყებულიყო, რათა ეპიდემიის მართვაზე კონტროლი სახელმწიფოს უფრო ადრე მოეხდინა. სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ ტესტირება მხოლოდ კოვიდ მიმღები კლინიკების მედიპერსონალს არ უნდა ჩაუტარდეს.

„მნიშვნელოვანია ტესტების მარაგის შევსება, ეს 50 ათასი ანტიგენზე დაფუძნებული ტესტი ძალიან მნიშვნელოვანია, რაზეც სპეციალისტები 2 თვეზე მეტია ვსაუბრობთ. ზოგადად ტესტირება ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ეპიდემიის მართვის პროცესში და აქ აღსანიშნავია რომ საჭიროა სხვადასხვა ტიპის ტესტების კომბინაცია, 3-4 ტიპის ტესტების კომბინაცია ძალიან მნიშვნელოვანია - ერთი გამოვლენის თვალსაზრისით, მეორე სეროპრევალენტური კვლევების  წარმოებისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური სურათი დავინახოთ, რომ რეალური სურათი გვქონდეს“,-განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

 


close დახურვა