logo
ENG



სერვის ცენტრების მისაღებში მოქალაქეების თავშეყრა აღარ მოხდება - მერიის ახალი ინიციატივა

18 მარ 202014:21
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის მერია ახალ რეგულაციებზე გადადის. კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერიის სერვის-ცენტრის პერსონალი უკონტაქტო მუშაობაზე გადადის და მათ შორის დროებით აიკრძალა მოქალაქეებისთვის ცენტრის მისაღებში რიგის დაკავება. 

"ჩვენი გადაწყვეტილებით ფუნქციონირებას დროებით წყვეტენ მერიის რაიონული მომსახურების ცენტრები და მუშაობას განაგრძობს მხოლოდ ცენტრალური ოფისი, რომლის პერსონალიც უკონტაქტო მომსახურებაზე გადადის. ახალი წესის თანახმად აღარ მოხდება სერვის ცენტრების მისაღებში მოქალაქეების თავშეყრა, არამედ ისინი რიგს გარეთ დაიკავებენ. მისაღებში მოქალაქეებს პერსონალის ნაცვლად დახვდებათ თემატური ბლანკები, რომელსაც შეავსებენ და შესაბამის ყუთებში განათავსებენ. აღსანიშნავია, რომ სერვისის სრულად უკონტაქტოდ მიწოდება ვერ ხერხდება, ამიტომ გამოიყო თვითიზოლირებული სივრცე, საიდანაც ჩვენი პერსონალი მოქალაქეებს მომსახურებას გაუწევს",-აღნიშნა კალაძემ. 


close დახურვა