სექტემბრის შემდეგ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ 540 ირანული დრონი და 500 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო. გაზაფხულიდან ქვეყნის შეიარაღებული ძალები სერიოზული ოპერაციების დაწყებას გეგმავს და პარტნიორებისგან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებასაც ელოდებიან. უახლოეს მომავალში ე.წ. რამშტაინის შეხვედრა გაიმართება. პარალელურად კი რუსები მთელი ძალების კონცენტრირებას ბახმუტის მიმართულებით განაგრძობენ, მაგრამ მტრის პოზიციებს და დისლოკაციის ადგილებს უკრაინელები წარმატებით უტევენ.
სექტემბრიდან უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 540 ირანული დრონი და 500 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო
04 იან 202320:41
3 წუთის საკითხავი