logo
ENG



სვანეთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

03 იან 202323:20
3 წუთის საკითხავი
 

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სვანეთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულებს, გიორგი ცინდელიანსა და როლანდ აფრასიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და ბრალს არ აღიარებენ. ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი ცინდელიანის ადვოკატი, სოსო ჯანაშია აცხადებს, რომ წინასასამართლო სხდომა 27 თებერვალს იქნება.

როლანდ აფრასიძეს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში) და 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლით. გიორგი ცინდელიანს კი ბრალი 108-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გაზრახ მკვლელობას გულისხმობს.

1 იანვარს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში 2 ადამიანი მოკლეს, 1 კი დაჭრეს. შეთხვევა გვიან ღამით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალდებულები 2 იანვარს დააკავა.


close დახურვა