სვანეთში საკარანტინო შეზღუდვები დღეიდან მოიხსნა. 10 აგვისტოდან მოყოლებული მუნიციპალიტეტში 5 000-მდე PCR კვლევა ჩატარდა.
2 სექტემბრიდან დაბა მესტიისა და ლენჯერის გახსნის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ 26 აგვისტოს განაცხადა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 3 სექტემბრიდან ნატახტარი-მესტია-ნატახტრის მიმართულებით ავიარეისები განახლდება.
ცნობისთვის, გართულებული ეპიდსიტუაციის გამო, მესტიაში, უშგულსა და სოფელ ლენჯერში 10 აგვისტოდან მკაცრი რეგულაციები იყო დაწესებული. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მუნიციპალიტეტში ერთდროულად ვირუსის 17 შემთხვევა გამოვლინდა.