logo
ENG



სვეტლანა ტიხანოვსკაია რუსეთის შსს-ს ძებნილთა ბაზაში შეიყვანეს

08 ოქტ 202016:35
3 წუთის საკითხავი
 
სვეტლანა ტიხანოვსკაია რუსეთის შსს-ს ძებნილთა ბაზაში შეიყვანეს

ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა ბაზაში შეიყვანეს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. 

ამასთან, რუსეთის შსს-ში განმარტავენ, რომ ტიხანოვსკაიას ბაზაში შეყვანა დსთ-ს ქვეყნებში დანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში ხდება და მის წინააღმდეგ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები არ აღუძრავთ.

შეგახსენებთ, რომ სვეტლანა ტიხანოვსკაია ბელარუსი ოპოზიციონერია, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა. არაოფიციალური მონაცემებით მან ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო დაამარცხა, თუმცა ცესკოს შედეგებით ტიხანოვსკაიამ ხმათა 10% მოიპოვა. ამის შემდეგ მან ქვეყანა დატოვა და ლიეტუვაში გაემგზავრა. 


close დახურვა