ჩინელ სამართალმცოდნესა და უფლებადამცველ თენგ ბიაოს რომ დავესესხოთ, "სი ძინ პინმა პარტია კოლექტიური დიქტატურიდან პერსონალისტურ დიქტატურად გადააქცია“. ჩინეთის ლიდერმა მმართველობა კიდევ ხუთი წლით გაიხანგრძლივა და რჩება 87-მილიონი წევრისგან შემდგარი პარტიის თავმჯდომარედ. ის სრულ ძალაუფლებას ფლობს სამხედროებზე, მოსამართლეებზე, მედიაზე, გიგანტურ სახელმწიფო კომპანიებზე. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა ცვლილებებია მოსალოდნელი პეკინის პოლიტიკაში და ეყოფა თუ არა მას რესურსი თუნდაც ისეთი ამბიციური გეგმების რეალიზებისთვის, როგორიც მსოფლიოს პირველ ეკონომიკად გადაქცევაა.
სი ძინ პინის ჩინეთი - დროება
23 ოქტ 202220:25
3 წუთის საკითხავი