logo
ENG



სიდნეიში გაუჩინარებული წყვილის მკვლელობის საქმეზე პოლიციელი დააკავეს

23 თებ 202414:01
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/23/0d861snhmuq6u0w.jpg

სიდნეიში გაუჩინარებული ავსტრალიელი წყვილის - ტელეწამყვანის, ჯეის ბერდისა და მისი შეყვარებულის, ლუკ დავისის - მკვლელობის საქმეზე 28 წლის პოლიციელი დააკავეს.

პოლიციამ ბრალდებულზე ძებნა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც სიდნეისთან ახლოს სანაგვე ყუთში წყვილის სისხლიანი ნივთები იპოვეს. ბერდის ყოფილი შეყვარებული, ბომონტ ლამარ-კონდონი პოლიციას პარასკევს ჩაბარდა. დეტექტივების თქმით, ჯერ კიდევ უნდა იპოვონ კაცების ცხედრები და სიკვდილის მიზეზი დაადგინონ.

პოლიციის განცხადებით, წყვილი ორშაბათს ჯესი ბერდის სახლში, პადინგტონში მოკლეს, რის შემდეგაც მათი ცხედრები თეთრი ფურგონით გადაჰქონდათ.

ახალი სამხრეთ უელსის პოლიციის ინფორმაციით, დანაშაულის ადგილზე იპოვეს ტყვია, რომელიც ბომონტ ლამარ-კონდონის სამსახურებრივ იარაღს შეესაბამებოდა, ასევე დიდი რაოდენობის სისხლი და გადაყირავებული ავეჯი. სამშაბათს ის სამსახურში არ გასულა, თუმცა პოლიციელის იარაღი მოგვიანებით განყოფილების სეიფში იპოვეს.

მოკლული ბერდი Network 10-ზე დილის გადაცემის Studio 10-ს წამყვანი იყო, სანამ გადაცემა დეკემბერში არ დახურეს. მისი შეყვარებული დევისი კი ბორტგამცილებლად მუშაობდა.

ბომონტ ლამარ-კონდონი პოლიციას 2019 წელს შეუერთდა, მანამდე კი ცნობილი ბლოგერი იყო და არაერთ ვარსკვლავს შეხვედრია, როგორებიც არიან ტეილო სვიფტი, ჰარი სტაილსი და მაილი საირუსი.

დეტექტივმა უარი თქვა, მკვლელობის სავარაუდო მიზეზებზე ესაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ პოლიციელისა და ჯესი ბერდის ურთიერთობა "რამდენიმე თვის წინ დასრულდა", "ასე რომ ეს გამოძიების აშკარა ხაზია".


close დახურვა