დროება შეეცადა ექიმებისა და პოლიტიკურ პატიმრობა გამოვლილი ადამიანებისგან, მათ შორის საბჭოთა დისიდენტისგან გაეგო, თუ რა ეტაპზეა ახლა სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობა და რა ეტაპზე შეიძლება იყოს მისი მენტალური ჯანმრთელობა, გამუდმებული ფსიქოლოგიური ზეწოლის, ღირსების შემლახავი მოპყრობის, კადრებისა და განცხადებების გავრცელების ფონზე, რასაც ემატება უამრავი მძიმე დაავადების დიაგნოზი კახექსიისა და ანორექსიის ჩათვლით და მძიმე მეტალებით მოწამვლის ფაქტი. რამდენად შერჩა მძიმე ფიზიკურ და მენტალურ მდგომარეობაში მყოფ მესამე პრეზიდენტს უნარი, მართოს საკუთარი ჯანმრთელობა, თუ ქმედებები და რამდენად რეალურია, მისი სიკვდილი ხელისუფლების წარმომადგენლების ცინიკური განცხადებების ფონზე. ხვალ, 20 თებერვალს ამერიკისა და ევროპის სხვადასხვა ქალაქში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართება, რომელიც რუსმა უფლებადამცველმა მარკ ფეიგინმა დააანონსა, აქციები 15.00 საათზე გაიმართება თბილისსა და ბათუმშიც.
სიკვდილის უფლების გარანტი - დროება
19 თებ 202320:31
3 წუთის საკითხავი