logo
ENG



სიკვდილს გამოქცეულები - დროება

06 მარ 202220:14
3 წუთის საკითხავი
 

დღეს კიშინიოვში ჩასული ბლინკენი მოლდოვას უკრაინელი დევნილების შეფარებისთვის მადლობას უხდიდა. საქართველოს ბლინკენი არც სტუმრობს და არც მადლობას უხდის. ოფიციალურ თბილისს უკრაინელების მიღების შესახებ განცხადებაც არ გაუკეთებია. გაეროს ბოლო მონაცემებით პუტინის საოკუპაციო არმიას უკრაინიდან ბოლო 11 დღის განმავლობაში მილიონ ორასი ათასზე მეტი ადამიანი გამოექცა - მათი თავშესაფარი და დროებითი სახლი ახლა ევროპაა - უკრაინის დასავლეთ საზღვრებთან ავტოკოლონებს ბოლო არ უჩანს. 


close დახურვა