logo
ENG



სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები 18 მაისიდან გაიხსნება

14 მაი 202011:12
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები 18 მაისიდან გაიხსნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შესაძლებლობას იძლევა, გახსნასთან დაკავშირებული გარკვეული ნაბიჯების გადადგმა დაჩქარდეს.

„არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია რამოდენიმე ეტაპი დავაჩქაროთ, გარკვეული ნაბიჯები გახსნასთან დაკავშირებული ცოტა ადრე გავაკეთოთ და ამ შესაძლებლობის ფარგლებში, მივიღეთ გადაწყვეტილება, 18 მაისიდან, ორშაბათიდან გაიხსნას სილამაზის სალონები და ესთეტიური სალონები. ეს ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა. 


close დახურვა