ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა ხარკივის ოლქში სასიკვდილო დაბომბვა განახორციელეს.
"ჩუგუევსკის, ხარკივისა და კუპიანსკის ოლქები კვლავ რუსი ოკუპანტების საარტილერიო დაბომბვის ქვეშ აღმოჩნდნენ. სამწუხაროდ, კუპიანსკის რეგიონის სოფელ ობუხოვკაში რუსული დაბომბვის შედეგად 68 წლის კაცი დაიღუპა", - თქვა ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
სინეგუბოვი ამბობს, რომ რუსული ძალების მხრიდან დაბომბვის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეების სახლები დაზიანდა. მისი თქმით, ახლა კუპიანსკის ოლქიდან ნებაყოფლობითი ევაკუცია მიმდინარეობს, რეგიონის უფრო უსაფრთხო ადგილებში. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოხალისეებთან ერთად უკვე 217 ადამიანის ევაკუაცია მოახერხა.
უკრაინის ცნობით, ზაფხულის ბოლოს, უკრაინის არმია კონტრშეტევაზე გადავიდა და ხარკივის ოლქის თითქმის მთელი ტერიტორია გაათავისუფლა. ომის დაწყებიდან, რუსმა ოკუპანტებმა რეგიონი არაერთხელ დაბომბეს. კერძოდ, 5 დეკემბერს, დილის 4 საათის შემდეგ, რუსულმა ძალებმა კუპიანსკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, რასაც 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.