logo
ENG



სინოდი სიმბოლური და ნომინალური ორგანოა - გიორგი ტიგინაშვილი

14 აპრ 202022:22
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი ტიგინაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში წმინდა სინოდი მხოლოდ სიმბოლურად არსებობს და ის გადაწყვეტილებებს დიდი ხანია, ვეღარ იღებს.

როგორც თეოლოგმა სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განმარტა, ქრისტიანობა არ ქადაგებს ანარქიას და ისინი ემორჩილებიან კანონს.

„ქართულ ეკლესიას აქვს განსხვავებული მართვის სტილი. პატრიარქი არის ერთპიროვნული მმართველი. თუმცა პატრიარქი ქართული ეკლესიისა, შორენა თეთრუაშვილი, იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც არ ექვემდებარება საერთო კონსენსუსს. სინოდი ვერ იღებს გადაწყვეტილებას - მრავალი წელია, ნომინალური და სიმბოლური ორგანოა. თუ მეუფე გრიგოლი აცხადებს, რომ ეკლესია არ უნდა გახდეს ინსპირატორი კანონის დარღვევისა. ქრისტიანები არ არიან ანარქისტები. იგივე ბოლშევიზმის დროს ეკლესია არ იყო ისე განწყობილი, რომ კეისრისასთვის კეისრისა არ მიეცა", - განაცხადა გიორგი ტიგინაშვილმა


close დახურვა