საქართველოს წმინდა სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს ჩაინიშნა. ამის შესახებ საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათივე თქმით, მეუფე იაკობი არის სინოდის წევრი და ის დაესწრება კრებას.
„ნუ გააკეთებთ წინდაწინ მკვეთრ განცხადებებს. საზოგადოება ისედაც დაძაბულია. დღეს რამდენჯერმე მოვისმინეთ ინფორმაცია, თითქოს პატრიარქი განარიდეს ქალაქს და ის აპირებდა გადადგომასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას. ის ხშირად ატარებს დროს ქალაქგარეთ. რაც შეეხება მეუფე იაკობს, ის არის სინოდის წევრი და დაესწრება სხდომას“ - განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.