წმინდა სინოდმა, შესაძლოა, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის პეტრეს ეკლესიიდან განკვეთის გადაწყვეტილება მიიღოს.
მეუფე დანიელი მედიას მოუწოდებს საკითხთან დაკავშირებით პრესცენტრს მიმართოს. კითხვაზე, შეუჩერებენ თუ არა ყოფილ მიტროპოლიტ პეტრეს ღვთისმსახურების უფლებას, მეუფე დანიელი აღნიშნავს, რომ ეკლესია პოზიციებში ერთიანია.