სიონის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველის, მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მიმდინარეობს.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, პანაშვიდები 29 და 30 ნოემბერს აღევლინება. მიტროპოლიტს 1-ელ დეკემბერს, 14:00 საათზე, სიონის ტაძრის ეზოში დაკრძალავენ.
მიტროპოლიტი აბრაამი თბილისში 28 ნოემბერს ჩამოასვენეს და სიონის ტაძარში დაასვენეს. ის 25 ნოემბერს გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო და რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.
