logo
ENG



სირია მზადაა, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიაროს

22 თებ 202209:09
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/22/at174n0phkpwptr.jpg

სირია უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას აპირებს. ინფორმაცია რუსულ სამთავრობო მედია РИА Новости-ის რუსეთის დუმის სირიის პარლამენტთან ურთიერთობის ჯგუფის კოორდინატორმა დმიტრი საბლინმა მიაწოდა.

"დონბასში არსებულ ვითარებაზე სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს ვესაუბრე. მან თქვა, რომ სირია ისევე იქნება მზად, აღიაროს ისინი, როგორც "სამხრეთ ოსეთი" და აფხაზეთი აღიარა", - გამოცემის ცნობით, თქვა საბლინმა.

21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა.

მან ფედერალურ კრებას მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ამ გადაწყვეტილებას და მოახდინონ ამ რესპუბლიკებთან მეგობრობის დოკუმენტის რატიფიცირება.

21 თებერვალსვე, პუტინმა დონეცკსა და ლუგანსკში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა.


close დახურვა