logo
ENG



სირიაში ამბოხებულებმა სამთავრობო ძალების სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს

15 თებ 202012:37
3 წუთის საკითხავი
 

სირიაში ამბოხებულებმა სამთავრობო ძალების სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ინციდენტი ალეპოსთან მოხდა. ცეცხლი არმიის ვერტმფრენს თუქრეთის მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა იმ დროს გაუხსნეს, როდესაც ის დასახლებას ბომბავდა. ეკიპაჟის ორივე წევრი ადგილზე დაიღუპა. განცხადება გაავრცელეს ამბოხებულებმაც. მათი თქმით, ვერტმფრენი სწორედ დასახლებების დაბომბვის საპასუხოდ ჩამოაგდეს. ბოლო ორი კვირაა სირიის ჩრდილოეთ რაიონებში საომარი მოქმედებები გააქტიურდა. სამთვრობო ძალები რუსების დახმარებით  იდლიბის პროვინციის აღებას ცდილობენ. ეს ერთადერთი რაიონია, რომელსაც ოპოზიციის მებრძოლები აკონტროლებენ. 


close დახურვა