logo
ENG



სირიაში ამერიკელ და რუს ჯარისკაცებს შორის ინციდენტი მოხდა

20 თებ 202009:23
3 წუთის საკითხავი
 

სირიაში შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებისა და რუსეთის არმიის წარმომადგენლებს შორის ინციდენტი მოხდა.

ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, ქალაქ კამიშლის მახლობლად, ამერიკული სამხედრო მანქანების კოლონა გადაადგილდებოდა, როდესაც ერთ-ერთმა რუსულმა საბძოლო მანქანამ კოლონის გასწრება სცადა. ამერიკელმა ჯარისკაცებმა ამის საშუალება არ მისცეს და აიძულეს რუსული სამხედრო მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადასულიყო და გაჩერებულიყო. 

ინციდენტის ამსახველი ვიდეო მასალა ერთ-ერთმა ადგილობრივმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. პენტაგონში მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. 

 

 


close დახურვა