logo
ENG



სირიაში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა

02 ნოე 201918:49
3 წუთის საკითხავი
 
svwseimz4r06mha.jpg

სირიაში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 

მედიასაშუალების ინფორმაციით, აფეთქება ქალაქ ტელ-აბიადში, თურქეთის საზღვრის მახლობლად მოხდა. ინციდენტის დროს, 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის თურქი მებრძოლები და რიგითი მოქალაქეები არიან. ადგილობრივები აცხადებენ, რომ აფეთქება ავტომობილში დამონტაჟებული ბომბით განხორციელდა. ქალაქი ტელ-აბიადი სირიაში თურქი სამხედროების შესვლის შემდეგ, ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად იქცა. 

 


close დახურვა