logo
ENG



სირიაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 46-მდე გაიზარდა

29 აპრ 202010:43
3 წუთის საკითხავი
 

 

სირიის ქალაქ არფინში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 46-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 61 ადამიანი.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელებმა  საწვავის გადამზიდი მანქანა ქალაქის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილზე ააფეთქეს. დაღუპულების უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები არიან.

ოფიციალური ანკარა თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ქურთების სახალხო თავდაცვის დანაყოფებს და ქურთი მუშათა პარტიას აკისრებს. ტერაქტი უკვე დაგმო შეერთებულმა შტატებმა.

 


close დახურვა