logo
ENG



სირსკიმ ავდიივკადან უკრაინელი სამხედროების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო

17 თებ 202410:20
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/17/mk9h23xz5nca3ws.png

უკრაინის შეიარაღებული ძალებს მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ ავდიივკადან უკრაინული ჯარების გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

"ავდიივკას ირგვლივ შექმნილი ოპერატიული სიტუაციიდან გამომდინარე, ალყაში მოქცევის თავიდან ასაცილებლად და სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, მივიღე გადაწყვეტილება, გამეყვანა ჩვენი ქვედანაყოფები ქალაქიდან და თავდაცვის უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე გადავიდეთ"- აცხადებს ის.

სირსკის თქმით, პოზიციების შესანარჩუნებლად და სიტუაციის დასტაბილურებისთვის შესაბამის ზომებს იღებს.

"ავდიივკას მაინც დავიბრუნებთ" - აცხადებს სირსკი.

ავდიივკაში ინტენსიური ბრძოლები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. რუსები ქალაქზე მასიურ შეტევებს ახორციელებდნენ.

ქალაქში სიტუაცია განსაკუთრებით ბოლო დღეებში დაიძაბა. გუშინ, ოპერატიულ სტრატეგიულმა ჯგუფმა ტავრიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე უკრაინელი მებრძოლი რუსმა ჯარისკაცებმა დაატყვევეს.


close დახურვა