პარლამენიტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მხარეებს შორის დაპირისპირება მოხდა. კერძოდ, მოძრაობა "შეცვალეს" წევრები შეეცადნენ ერთ-ერთი შესასვლელის დაბოქლომებას, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშულება მათ არ მისცეს.
როგორც თავად მოძრაობის წევრი ამბობენ, პოლიციის მხრინდა მსგავსი დამოკიდებულება სირცხვილია, რადგან ისინი მშვიდობიან მოქალაქეებს პროტესტის გამართვის საშუალებას არ აძლევენ.
"სირცხვილია, როცა პოლიცია ურტყამს აქციის მონაწილეებს, მაგრამ რაც არ უნდა წინააღმდეგობა გაწიონ მაინც მოვახერხებთ შენობის დაბოქლომებას",-აცხაადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ჟურნალისტმა გიორგი კაპანძემ კი ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცველებს მიმართა და თხოვა განემარტათ ის მუხლი, რომლის მხიედვითაც აქციის მონაწილეების მხრინდა მსგავსი ქმედება დანაშაულია.
"თქვენ ხართ პოლიციელი და უნდა დაიცვათ ხალხის უფლება. ივანიშვილის ინტერესებს კი არ უნდა ატარებდეს, ზოოპარკად რომ გადააქცია პარლამენტი. მითხარით კანონი, რომლის მიხედვტაც გვეკრძალება ჩვენ გადაადგილება. ვაჟა სირაძეებად ჩამოყალიბდით ეს პოლიცილები, სამწუხაროდ",-აღნიშნა კაპანაძემ.