logo
ENG



სირცხვილია: მივმართავთ შსს-ს, უზრუნველყონ დისკუსიაში მონაწილე ადამიანების უსაფრთხოება

30 ივნ 202214:34
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/30/8jg8wjp4sumxvne.png

მოძრაობა "სირცხვილია" გავრცელებულ განცხადებაში ეხმიანება სტუდენტებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტებს და ამბობს, რომ "ქართული ოცნება" მიზანმიმართულად ცდილობს "შინ ევროპისკენ" კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ჩაშლას.

"სირცხვილია" მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა უზრუნველყონ საჯარო დისკუსიაში მონაწილე ადამიანების უსაფრთხოება.

"რეგიონებში ხელისუფლების პარტიული აქტივი სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდება მოძრაობის წევრებს, რათა შეიქმნას სურათი, თითქოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ორი დაპირისპირებული ჯგუფი არსებობს, რაც სიყალბეა. საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება ქვეყნის ევროპულ მომავალზე, ეს ფაქტი მართული პროცესებით ვერ გადაიფარება."- წერია განცხადებაში. 

გავრცელებულ განცხადებაში ასევე წერია, რომ დღეს, დედაენის პარკში, 16:00 საათზე, სახალხო მოძრაობა "შინ ევროპისკენ" სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს. საჯარო დისკუსიას შოთა დიღმელაშვილი და გიორგი ქადაგიძე გაუძღვებიან. 

დღეს თსუ-ის მაღლივ კორპუსთან სტუდენტებს, რომლებიც 3 ივლისის ფლაერებს არიგებდნენ, აგრესიული ჯგუფები თავს დაესხნენ და მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

29 ივნისს ლანჩხუთში ლევან ხაბეიშვილს და ხატია დეკანოიძეს, რომლებიც ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე ლაპარაკობდნენ, თავს ქართული ოცნების წევრები და ადგილობრივი გამგეობის თანამშრომლები დაესხნენ. 

კახეთში, ყვარელში პროევროპული საინფორმაციო კამპანიის დროს თავს დაესხნენ ლელოს წევრებს, ბადრი ჯაფარიძეს და ლევან სამუშიას. 

 


close დახურვა